8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის მამაკაცია დააკავეს

​გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის მამაკაცია დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია.

როგორც შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანიძე აცხადებს, იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დააკავეს ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

დაკარგული 8 წლის გოგონა, გუშინ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ლიახვის პირზე მოკლული იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ​

ნანო ბერიაშვილი გორის N5 -ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მისი კლასის დამრიგებელი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ წერს და მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს.

“შუაში ანგელოზივით ზის! ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ჩემი უნიჭიერესი გოგო! ბრძენს დავძახოდი, ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, “ტვინების ბრძოლა” და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა N5-ე სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაციიიიი!, – წერს მასწავლებელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები