საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 221-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 739 პირს დაუდასტურდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 3 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები