დაკარგული 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს  

დღეს, გორში დაკარგული 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. გოგონა საღამოს გაუჩინარდა. ის მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, ბავშვი სახლიდან ცეკვაზე გაუშვა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

როგორც მეზობლები ამბობენ, სკოლისკენ მიმავალი ბავშვი შენიშნეს, თუმცა,მას მერე მისი კვალი დაიკარგა.

გოგონას ახლობლების განცხადებით, სკოლის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერებიც გადამოწმდა, თუმცა ბავშვი სკოლაში მისული არ ჩანს.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი სასამართლოს ეზოში ნახეს. ხელ-ფეხი შეკრული, ხოლო თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული.

მსგავსი თემები