ევროკავშირის ქვეყნებისთვის ე.წ. კოვიდსერთიფიკატი ვადიანია. კერძოდ, ევროკომისიამ ახალი წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვით განისაზღვრა.
რაც შეეხება აცრის დამატებით დოზას, ახალი გადაწყვეტილებით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.
„კოვიდპასპორტი“ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ 3 თვე ძალას არ დაკარგავს, რომ დამატებით ამ სამ თვეში, მოქალაქეებმა დამატებითი ვაქცინა გაიკეთონ. ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა სწორედ აღნიშნული პრინციპით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული წესი ევროკავშირის ქვეყნებში 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.