,,დაიცავი მოქალაქე!” – 22 დეკემბერს, 18:00 საათზე რამაზ გერლიანის საქმეზე სუს-თან აქცია გაიმართება

22 დეკემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბებით სუს-ის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ – განაცხადეს “გირჩის” წევრებმა.

“სამართალდამცველების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს”– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრიდან ეძებს. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.  ეს პოსტი სოციალურ ქსელში უცნობი მიზეზით უკვე აღარ იძებნება.  ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკარგულ გერლიანს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

მსგავსი თემები