რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, შსს-მ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს  რუსთაველზე აქცია ჩატარდება.  ამის პარალელურად ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო. პარლამენტისა და კანცელარიის შენობების შიდა პერიმეტრზე ყვითელი ავტობუსები უკვე შეიყვანეს.

“ნაციონალური მოძფაობის” მიერ ორანიზებული აქცია 18:00-ზე დაიწყება, რომელსაც სხვა პარტიების პოლიტიკური ლიდერებიც შეუერთდებიან. ასევე აქციის მონაწილეები ეყოლება რეგიონებიდანაც კოლონები აჭარიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან და იმერეთიდან უკვე დაიძრა.

 

მსგავსი თემები