,,როდესაც მიტინგი ეძღვნება ადამიანს, აქ უკვე არის პიროვნების კულტი” – პაპუაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 18:00-ზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც დეპუტატი პაუაშვილი გამოეხმაურა.

“რამდენადაც ვიცი, ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე არის სამწუხარო იმ კუთხით, რომ მიტინგები ზოგადად იმართება რაღაც იდეასთან დაკავშირებით, როდესაც მიტინგი ეძღვნება ადამიანს, აქ უკვე არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პიროვნების კულტი, რის გარშემოც ნაციონალური მოძრაობა, როგორც იდეოლოგია არის შეკრებილი” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები