ბარათაშვილი აღმართზე Bus Lane მოეწყო 

​თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ახალ რეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა. გზას კიდევ ერთი ზოლი დაემატა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი ე.წ ბასლაინი მოეწყო. ამ ფაქტს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ავტობუსის ზოლი გზის ორივე მხარეს უნდა იყო, რადგან ქუჩა ორმხრივია და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით  მოძრაობს.

როგორც “მედიაცენტ მთავარს” თბილისი მერიის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ბარათაშვილის აღმართზე სულ 4 ზოლი იყო. ქუჩის პარამეტრები კიდევ მხოლოდ ერთი ზოლის დამატების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ არჩევანი ქეთევან წამებულის ქუჩისკენ ამსვლელ ნაკადზე გაკეთდა.

“ერთ მხარეს დავამატეთ კიდევ ერთი ზოლი “ბასლაინისთვის“. სამწუხაროდ ქუჩის პარამეტრები კიდევ ერთი ზოლის დამატების საშუალებას არ იძლევა. ​ამსვლელი ნაკადი ყოველთვის უფრო ნელა გაიწოვება, ვიდრე ჩამომსვლელი, აქედან გამომდინარე პრიორიტეტული იყო ამ ნაკადის გაწოვისთვის მოგვეხსნა პრობლემა და  მეტი კომფორტი შეგვექმნა ავტობუსებისთვის, ორმხრივი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამის საშუალება ფიზიკურად არ იყო”, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მსგავსი თემები