განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განხილულ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის სამსახურის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.

ასევე დაანონსდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები. ზუსტდება, ასევე, რიგი ტექნიკური და რედაქციული საკითხები.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა, განაცხადა, რომ შესწავლილი იქნა 7 კანონი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების რეგულირებას ეხება.

დღესვე კომიტეტმა განიხილა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ასოცირებულ წევრად მიერთებას ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“.

მსგავსი თემები