რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სხვადასხვა პლიტიკური პარტიები შეუერთდებიან – ვინ აპირებს წასვლას აქციაზე

,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია დღეს 18:00-ზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიეებიც შეუერთდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს და მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს.

პარტიები თანხმდებიან იმ აზრზე,  რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. ვნახოთ რას ამბობენ ისინი:

,,სტრატეგია აღმაშენებელი” : ,,მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მანამ, სანამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო არ აქვს, არასწორია.”

,,დემოკრატიულ მოძრაობა” : ,,პრეზიდენტთან დაწყებული კონსულტაციების პარალელურად მნიშვნელოვანია აქციების სახით ბიძინა ივანიშვილმა ზეწოლა მუდმივად იგრძნოს. ”

,,ლელო” : ,,თავისუფალი, მშვიდობიანი პროტესტი და პრალელურად მოლაპარაკებები, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.”

 

მსგავსი თემები