სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი
ხანიშვილი „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო, სადაც
ქართული თაფლის მწარმოებლებმა და მეფუტკრე ფერმერებმა მუშაობის სამწლიანი
შედეგები შეაჯამეს.

გიორგი ხანიშვილმა, აღნიშნა, რომ ბოლო სამ
წელიწადში, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შედეგად, არსებული გამოწვევები ფაქტობრივად დაძლეულია.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა
ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის
ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა. თუკი ხუთი წლის წინ თაფლის
ლაბორატორიული კვლევები საზღვარგარეთ ტარდებოდა, დღეს უკვე საქართველოშია
შესაძლებელი, რაც ამ მიმართულებით დანახარჯების კლებასა და ოპერატიულობაზე
აისახება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

2020 წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით,
თაფლის ნიმუშების მხოლოდ 6%–ში აღმოჩნდა დარღვევები (აკრძალული
ნივთიერებები), მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 56% იყო. მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მეფუტკრეთა
გაერთიანების და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, ქვეყნის
მასშტაბით 2135 მეფუტკრეს ჩაუტარდა სწავლება.

მსგავსი თემები