“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები თბილისში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან ემზადებიან

მთელი საქართველოს მასშტაბით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დილიდან მობილიზებულები არიან და დედქალაქის მთავარ გამზირზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც მოემართებიან.

ბათუმიდან აქტივისტები უკვე ემზადებიან და სამარშრუტო ტაქსებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას, კოლონას გზად სხვა რეგიონებიც შეუერთდებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძემ განაცხადა ქართველი ხალხი არ შეეგუება პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას.

“იმედი მაქვს, რომ მართლა ძალიან ბევრი ვიქნები და ჩვენს ხმას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრ ადამიანს გავაგონებთ. ქართველი ხალხი არ ეგუება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას. დღევანდელ დღეს ბუნებრივია აქვს ორმაგი დატვირთვა და ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღე მივულოცოთ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს,”- განაცხადა კირთაძემ.

მსგავსი თემები