ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

საქართველოს სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს, დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. იგი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში და 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.

ჭკუასელი 1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი გახდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა განაცხადა,  ,,ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა საქართველოს.”

მსგავსი თემები