გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ტელეფონი და წერილი იპოვეს

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის – რამაზ გერლიანის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, თუმცა, ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი და წერილი. ის ცენტრის ოფისიდან ამოიღეს.

როგორც ჩანს, გაუჩინარებულმა გერლიანმა წინასწარ გათვალა ყველაფერი. საკუთარი მობილური ტელეფონი სამუშაო მაგიდაზე დატოვა და თან, ზემოთ პაროლიც მიაწერა.

იქვე იპოვეს წერილი, სადაც გაუჩინარებული რამაზ გერლიანი შვილებს მიმართავს. ასევე, წერს, რომ რაც შეეძლო „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. გერლიანი ღმერთს პატიებას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ  „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი 2 დღეა გაუჩინარებულია. მის ავტომანქანა კი ავჭალის პოლიციის შენობასთან იპოვეს. მან გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადა  შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.

 

მსგავსი თემები