მიხელ სააკაშვილის ბიძა მეზობელ სახელმწიფოში, კლინიკაში მოათავსეს

თემურ ალასანია, სასამართლოში,  მორიგ დაკითხვაზე არ გამოცხადდა. როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, თემურ ალასანია ცუდად გახდა და მეზობელ სახელმწიფოში, საავადმყოფოშია მოთავსებული.

„თემურ ალასანია, ერთხელ როცა დაიბარეს დაკითხვაზე, სასამართლოში  გამოცხადდა და მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაიკითხა. ის, რაც ხდება, არის სამთავრობო არხების პროპაგანდისტული კვების სურვილი, მათ სანახაობა აინტერესებთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივედით დაკითხვაზე. სასამართლოს ეზოში კი მორიგი შოუ მოუწყვეს, ჯგუფი დაახვედრეს რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა.

დასრულდა დაკითხვა, თუმცა, პროკურატურამ ხელახლა გამოგვიძახა, ახლა უკვე სხვა საქმეზე. ამას აქვს მხოლოდ ერთი შეფასება – ადამიანის დევნა. ჩვენ მას ვუთხარით, რომ შაბათ-კვირას ბატონი თემური საზღვარგარეთ მიდიოდა და ვერ შეძლებდა გამოცხადებას. ის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში იმყოფება სამკურნალოდ. იმყოფება მეზობელ ქვეყანაში, ჰოსპიტალიზებულია და საქართველოშ ვერ დაბრუნდა. როცა ჯანმრთელობა მისცემს შესაძლებლობას, დაბრუნდება და პაროკურატურას პასუხს გასცემს“ – გვითხრა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში რამდენიმე დღეა დაბრუნდა. პროკურატურამ კი  ის გამოკითხვაზე დაიბარა.

 

მსგავსი თემები