Fox ტალახაძეზე: “ის კაცობრიობის ისტორიაში მითიური 500 კილოგრამის აწევასთან ყველაზე ახლოსაა”

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Fox ლეგენდარული ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის, შესახებ წერს და მას მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცს უწოდებს.

“ლაშა ტალახაძე ძალიან მძიმე წონებს ისე უმკლავდება, თითქოს ამის გაკეთება უმარტივესი იყოს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა, საკუთარი სახელი სუპერვარსკვლავად დაამკვიდრა. მან აკვრასა და ატაცში მსოფლიოს რეკორდების დამყარება შეძლო.

ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატზე,  ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. გორ მინასიანი არის ადამიანი, რომელმაც ტალახაძეს ბოლოს ცხრა წლის წინ აჯობა და ის ამ ტურნირზე ლაშას 44 კილოგრამით ჩამორჩა.

ის კაცობრიობის ისტორიაში მითიური 500 კილოგრამის აწევასთან ყველაზე ახლოსაა. ეს რიცხვი კი იმდენად გამაოგნებელია, რომ მას მიზნად ვერავინ ისახავს. ეს მხოლოდ ლაშას შეუძლია. მას ამ ნაბიჯის გადადგმამდე, მხოლოდ რვა კილოგრამი აკლია და ამის მიღწევა ნამდვილად შეუძლია.”

მსგავსი თემები