“ბუსტერი ანუ მესამე აცრა უნდა იყოს აუცილებელი” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება.

გამყრელიძე  ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ბუსტერის გაკეთების ვადაც შემცირდეს.

„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი…

ალბათ, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას  ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები