„ომიკრონი იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

 

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება პანდემიაზე უფრო მეტი, შტორმი, რომელიც გადაუვლის ქვეყანას.

„არსებობს კლინიკური მიმდინარეობა, როცა ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა ავადდება და ამას ჰქვია პანდემია. „ომინკრონი“ კი საქართველოსთვის პანდემიაზე უფრო მეტი იქნება, რომელიც მძიმე გადასატანი აღმოჩნდება. ამიტომ ეს იქნება ზუსტად ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს და არ მინდა ასე მოხდეს. ამიტომ, ქვეყანა ამ მდგომარეობას მეტნაკლებად მომზადებული უნდა შეხვდეს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

პროფესორის შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი დამატებითი ვაქცინაა.

„მაქსიმალურ დაცვა არის მხოლოდ და მხოლოდ, ისევ და ისევ დამატებითი ვაქცინაცია ანუ ბუსტერი. ბუსტერის აცრის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, გავრცელება, მიმდინარეობა და გართულებები“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ “ომიკრონის” შტამი საქართველოში უკვე გამოვლინდა.

 

მსგავსი თემები