შეუძლებელია იმის გარკვევა, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი არსებობს, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება ან კურსის გამყარება.

როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებელი და მას ყველა ბერკეტი გააჩნია მის გასაკონტროლებლად და დაბალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად.

მისივე თქმით, ინფლაცია საქართველოში არის დაბალი და არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ.

„არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება,რათა ნებისმიერ შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, შეისწავლოს ეკონომიკამ. ეს არის ყველაზე ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ზომის ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა“ – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს არ გააჩნია გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული, „ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია“, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

მსგავსი თემები