„ომიკრონი“ შემოვა და ძალიან ბევრს დაასნებოვნებს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“   

საქართველოში ომიკრონის ვირუსი უკვე შემოსულია, თუმცა, ამ დროისთვის, ოფიციალურად არ დასტურდება. ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით განცხადებს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთებენ.

როგორც ჯანდაცის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს, თუმცა, ომიკრონი საქართველოში ყველა შემთხვევაში იქნება.

„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.  ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები