გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ

ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ:

სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.

სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია: გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მწვანე პასპორტი

საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული).

მსგავსი თემები