ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზადა

ფილიპინებზე წყნარი ოკეანის ტაიფუნის, “რეის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ასევე ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს.

სტიქიის ზონაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დატბორილია სოფლები, დამტვრეულია ხის ნაგებობები და სხვა. დაზარალებულთა დასახმარებლად ათასობით ჯარისკაცი და მეხანძრეა მობილიზებული.

მოსახლობის უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 400 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი თემები