“გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება” – ღარიბაშვილი

“გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც.

“გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა “მშვიდობის ფონდის” ფარგლებში. გავაგრძელებთ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას. მეგობრებო, ეს იმ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მთავრობის მიერ დასახული გეგმის მიხედვით 2022 წელს განხორციელდება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები