„ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან“ – სალომე ზურაბიშვილი  

პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიება უკვე დასრულდა. ერთ-ერთ გზავნილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში მიწვეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან გააჟღერა, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდებს არ უნდათ, სიძულვილისა და ბოღმიან ქვეყანაში ცხოვრება.

„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში. არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი… არა, შენ „ისა“ ხარ და არა, შენ „ესა“ ხარ…მგონი, ვერსად წავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები