ტყვარჩელში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მაღაზიები, აფთიაქები და პურის საცხობები იმუშავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ხუთ დღეში ტყვარჩელში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ადგილობრივი საავადმყოფო უკვე გადავსებულია და ახალი პაციენტების მიღების საშუალება აღარ არის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 36 460 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა – 29 150, ხოლო გარდაიცვალა 545 პირი.

მსგავსი თემები