“ჩემი გამარჯვება ჩემს სამშობლოს ეკუთვნის” – გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

​ბუდაპეშტში გამართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, 125 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონობა ორგზის მოიპოვა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფალავანმა, ფინალში, ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გასულ წელს, პეტრიაშვილმა, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თურქების ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულის მოუგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მძიმეწონოსანი ჩემპიონი გახდა.

“ეს ჩემთვის ძალიან ამაღლებული გრძნობაა და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის. მინდა, ჩემს გულშემატკივრებს, ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ჩემს სამშობლოს ეკუთვნის, ჩემს საქართველოსა და ჩვენ ქართველ გმირებს. ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი, იმ მეომრებს, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს თავი შესწირეს. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს სამშობლოს, რომ მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის”, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები