ყველგან, სადაც 12-13 წლის ბავშვების თავყრილობაა, “პლანი” ტრიალებს – მალხაზ ძიძიგური 

ქალაქ რუსთავის მცხოვრები მალხაზ ძიძიგური, ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებში მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ მომავალი თაობა განსაცდელშია. ყველგან, სადაც ახალგაზრდების და 12-13 წლის ბავშვების თავყრილობაა, “პლანი” ტრიალებს.

მისი აზრით, იმ ადამიანებმა, ვინც “ნარკოტიკს ლობირებენ”, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე პარლამენტში.

„პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ. რუსთავის ყველა ეზოში, ყველგან, სადაც ახალგაზრდების და, “დაჟე”, 12-13 წლის ბავშვების თავყრილობაა, ყველგან “პლანი” ტრიალებს. იწევა პლასტმასის ბოთლებით! იწევა ტარიანში! იწევა ჩიბუხშიჩილიმში
​ასეთ განსაცდელში ჩვენი მომავალი თაობა ჯერ არ ყოფილა! დადიან ჩაქიშმიშებულები! მანჭვა-გრეხვით!ტაატით! იმზირებიან გამოთაყვანებული თვალებით…

განგაშის ზარებია დასაცემი! დაწყევლილ იყოს ის და ისინი, ვინც ამ ნარკოტიკს ლობირებენ! მწერენ, სხვაგან უფრო უარესები ხდებაო. მაგრამ, მეიმედება, რომ არც ერთი მწეველი არ მიესალმება დღევანდელი მთავრობის მიერ პლანის ლეგალიზაციას! არც სრულიად ერი! არც ეკლესია! ის თითო-ოროლა, ვინც დაღუპვისთვის იმეტებს ჩვენს მომავალ თაობას, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთონ არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ, სრულიად ქართული საზოგადოებიდან! ასეთი აღშფოთებული ჯერ არ ვყოფილვარ! გაოგნებული ვარ! არ ვიცი, რა გვეშველება! ხელიდან გვეცლება ჯანსაღი თაობა! სად არის რეგულაციები?“ – წერს მალხაზ ძიძიგური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

მსგავსი თემები