Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 978 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 886 364-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.53%.