სადაც „მწვანე პასპორტს“ ითხოვენ, მომხმარებელი არ ჰყავთ, სადაც არ იცავენ – გადაჭედილია

1 დეკემბრიდან, სხვადასხვა ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდა. რეგულაციების შემსრულებლებისთვის აღნიშნული მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, რადგანაც, მომხმარებელი არ ჰყავთ, ხოლო ის, სადაც რეგულაციები არ სრულდება, ადგილებიც არ არის.

ერთ-ერთი მთავარ პრობლემა, რასაც პანდემიიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ, სწორედ რეგულაციების მკაცრი კონტროლია, რომელიც შესუსტებულია. მიუხედავად ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებისა, რეალობა შემდეგია – იქ, სადაც რეგულაციებს იცავენ, მომხმარებელი არ ჰყავთ, სადაც სრული უკონტროლობაა – ადგილს ვერ იპოვი.

თბილისში, საღამოს საათებში რესტორნებთან თუ კაფე-ბარებთან ვერც მანქანის გასაჩერებელ ადგილს იპოვი და ვერც შიგნით გამონახავ ადგილს. „მედიაცეტრი მთავარი“ ერთ-ერთ ასეთ „გადაჭედილ“ რესტორანს ესტუმრა და გამომსვლელებს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა – აქვთ თუ არა „მწვანე პასპორტი“ და ვინმემ შეამოწმა თუ არა მათი სტატუსი.

35 გამოკითხულიდან 100%-მა გვიპასუხა, რომ „მწვანე პასპორტი“ მათთვის არავის მოუთხოვია, 35-დან 11-მა გვითხრა, რომ „მწვანე პასპორტი“ აქვს.

თბილისისგან განსხვავებით, რეგულაციებს მკაცრად იცავენ თბილისის მიმდებარედ. მაგალითად, „მცხეთის სალობიეში“ და ეს ეზოს შესასვლელშიც შესამჩნევია. საჭაშნიკეს შესასვლელთან დგანან თანამშრომლები, რომლებიც სტუმრების სტატუსს ამოწმებენ და ვისაც ე.წ. მწვანე პასპორტი არ აქვს, პერიმეტრზე არ უშვებენ.

კონტროლი იმითაც დასტურდება, რომ ყოველთვის გადაჭედილი და გადავსებული სალობიე დღეს ცარიელია, მომხმარებელი თითქმის არ ჰყავთ. როგორც ადგილზე გვითხრეს, აღნიშნულის მიზეზი რეგულაციების მკაცრი დაცვაა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ვინც რეგულაციები იცავს და ასრულებს, დაზარალდა, ვინც არ ასრულებს, 100%-ით დატვირთულია.         

მსგავსი თემები