“რა სიმპტომები ახასიათებს ახალ “ომიკრონ” შტამს – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში”, – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე იმ  სიმპტომებს ასახელებს რაც „ომიკრონს“ ასახიათებს.

„ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს- ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

„ე.წ.ბუტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან „ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“,-განაცხადა ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები