„დკემბერ – იანვარი იქნება ამ ორ წლიანი პანდემისათვის ყველაზე დიდი საფრთხე, ველოდებით “ომიკრონსაც“ – ივანე   ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სამხრეთ – აფრიკული შტამის  თვისება არის იოლი გადამდებლობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორი სამხრეთ – აფრიკული შტამის მოსალოდნელ გავრცელებაზე საუბრობს და პროგნოზირებს, რომ ზამთრის ორი თვე გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე პანდემიის ორი წელი:

„ომიკრონი” არის სწრაფად გადამდები, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს შტამი, როგორც სერიოზული საფრთხე, თუმცა ჯერ – ჯერობით რამდენად დამაზიანებელია ადამიანისთვის არ ვიცით.

ზამთარი და განსაკუთრებით დეკემბერ – იანვარი საფრთხეს წარმოადგენს, სავარაუდოდ გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს,  ასევე ახალი მუტაციის, ამიტომ ეს პერიოდი იქნება ორწლიანი პანდემიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

დელტასთან ასთან მიმართებაში ჩვენი ბერკეტი არის აცრა და ნიღაბი, თუმცა ესეც არის სრულიად უგულვებელყოფილი.

გრიპთან მზადება შეიძლება იყოს ერთადერთი რისკჯგუფები უნდა აიცრან.

ომიკრონის ციფრები სამხრეთ აფრიკელების მონაცემებით საკმაოდ საფრთხის შემცველია, რადგან სამხრეთ აფრიკაში ომიკრონს ორი კვირა დასჭირდა, რომ გამხდარიყო დომინანტი, ამიტომ პრევენცია არის ვაქცინაცია და ბუსტერ – დოზის გაკეთება, რადგან ბუსტერის მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის მყარი” – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები