„2300 საწოლი არის დღეს თავისუფალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„აგვისტოს ბოლოს 450 საწოლი იყო თავისუფალი, პრობლემა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შემცირდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორი ივანე ჩხაიძემ განაცხადა,

ჩხაიძის განმარტებით ჰოსპიტალური სექტორი ამ ეტაპზე მომზადებულია და პაციენტების მომსახურების პრობლემა არ დგას:

„გარკვეული სტაბილური მდგომარეობა პაციენტების სტაციონალური მკურნალობის თვალსაზრისით გვაქვს, 2300 საწოლია დღეს თავისუფალი,აგვისტოს ბოლოს 450 გვქონდა,

რაც შეეხება ვაქცინაციაც გასამმაგებული და გაოთხმაგებულია 15 ნოემბრის შემდეგ.

ამ ციფრების შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენ მაისისთვის  აცრილებში 60 % – იან მაჩვენებელს მივაღწევთ.

ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის 80% – ის ვაქცინაცია, ყველაფერი, რაც კეთდება შედეგიანია, მაგრამ არა საკმარისი.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები