“შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს“ – დაპირისპირება კალაძესა და ბუაძეს შორის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერი კახა კალაძე და „ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბუაძემ კალაძეს კორუმპირებული უწოდა, რასაც თბილისის მერის გაღიაზიანება მოჰყვა.

„შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც“, – ასე უპასუხა კახა კალაძემ საბა ბუაძის ბრალდებას.

რაც შეეხება საბა ბუაძის განცხადებას, მან მერს ასე მიმართა: „მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

კახა კალაძეს მის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ, რასაც ისევ საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: „დამშვიდდით, არ სჭირდება დაცვა. დიდი ბიჭია უკვე მგონი, დაცვაში თამაშობდა. ბოდიში, რომ ვერ გასიამოვნეთ ბოლომდე“.

მსგავსი თემები