ლიეტუვის ელჩი, ხურვალეთში დევნილ ოჯახს ვაზის ჩაყრაში დაეხმარა 

ლიეტუვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა მეგობრებთან ერთად ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში  – ხურვალეთში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ გატაცებულის ერთ-ერთ ოჯახს ვენახის გაშენებაში ფიზიკურად დაეხმარა.

„პატარა ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ვეწვიე საოკუპაციო ხაზთან, მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, ერთი არაჩვეულებრივი წამოწყების განსახორციელებლად. ადგილზე მცხოვრებ დევნილთა ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრიც საოკუპაციო ძალებს ჰყავდათ გატაცებული, ხოლო მეუღლე აგვისტოს ომის ვეტერანია ვეხმარებით მეღვინეობის განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც 500 ძირი ვაზის ჩარგვაში მივიღეთ მონაწილეობა. ოჯახი და მათი მხარდამჭერები ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული საოჯახო მეღვინეობის განვითარებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება“ – წერს ელჩი.

ინფორმაციისთვის, პატარა ხურვალეთში დამონტაჟებულია ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული 200 კილოვატი სიმძლავრის მზის ენერგიის სადგური, რომელიც ივნისში, პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ვიზიტის დროს გაიხსნა.

მსგავსი თემები