„სამართლიანია, თქვენ, აქ იყოთ და მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში?“ – ნადირაძე კალაძეს

„სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში?“ – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე.

მისი განცხადებით,  თბილისის მერი დაპირებებს არ ასრულებს და საკუთარ გარემოცვას მფარველობს.   

„ბატონო კახი, თქვენ გვპირდებოდით, რომ დიღმის ჭალებში მოეწყობოდა დიდი საქალაქო პარკი. ორჯერ ტენდერიც კი გამოაცხადეთ, მაგრამ დღეს ეს ტენდერი შეწყვეტილია და იქ ეკოციდი არის მოწყობილი, იმიტომ, რომ ივანიშვილის დისშვილი მოიპოვებს სამშენებლო კარიერს. მაინტერესებს, როდემდე აპირებთ ამ გამწვანების და რეკრეაციული ზონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის დისშვილებს, ძმისშვილებსა და ნათესავებს ფული აშოვნინოთ. ყველას კარგად გვახსოვს აფრიკაში, როგორ დაანგრიეთ საწყალი ხალხის ქოხები. მაინტერესებს, ორბელიანის მოედანი ცხრაჯერ რომ გახსენით, ბიძინა ივანიშვილის უკანონო მშენებლობა ვერ შეამჩნიეთ?… სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში?“ – მიმართა ნადირაძემ კახა კალაძეს.

თბილისის მერმა კი მას გამოსვლა დაუწუნა და ორიანიც დაუწერა.

„დაჯექი, ორიანი. ორიანი ირაკლი, დაჯექი“, – ასე შეაფასა კალაძემ ნადირაძე.

მსგავსი თემები