“რაღაც ვქნათ ბატონებო, ქუჩა ვარყიოთ ან პარლამენტი” – თაკო ჩარკვიანი

რაღაც ვქნათ ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი ვარყიოთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციები.

„ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც, პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს „ნაციონალურ მოძრაობის“ აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი მინდა გითხრათ, რომ ჩემ აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე, მე იმ ათში მინდოდა იქ დარჩენა, ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარავის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ქუჩაში არ გააჩნია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები