„იმედი მინდა მქონდეს, რომ არ დაიკიდებთ გენადის კვლავ“ – დავით ქაცარავა

„დღეს შეგვაქვს გენადი ბესტაევის სამკურნალო თანხების კალკულაცია გორის გამგეობაში,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა წერს:

„იმედი მინდა მქონდეს, რომ არ დაიკიდებთ გენადის კვლავ,“ – ამბობს ქაცარავა.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც გადმოსცეს ქართულ მხარეს.

გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლიდან აიყვანეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას და “ნარკოდანაშაულს” ედავებოდნენ.

მსგავსი თემები