“2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით.

პრემიერის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

“როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები