საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 407-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის  3 410 შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები