აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია შევიდა ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კიევიდან ჩამოფრენილ მგზავრებს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდათ.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაჯდა. მგზავრებისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ მოხდა მათი შეფერხება და ბარგის დამატებითი შემოწმება.

არსებული ინფორმაციით კი, აეროპორტში კიევი-თბილისის რეისზე ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.

მსგავსი თემები