მარიამ ჯიშკარიანი ამტკიცებს რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ პრეპარატებს ასმევენ

ცენტრი „ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს.

„იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა – პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები“ – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა მარიამ ჯიშკარიამნა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები