„სურთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხეში“ – ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა მეუღლემ, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა. როგორც ჰოსპიტლიდან გამოსული დეპუტატი აცხადებს, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ისეც ციხეში უნდა დააბრუნონ.

„არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა. დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა – აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და სჭირდება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება, თუმცა იქ ძალიან ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ“  – განაცხადა იასკომ მედიასთან.

მისივე თქმით, ყველამ ექიმთა კონსილიუმს უნდა მოუსმინოს.

„ძალიან სახიფათო ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე. მისი გადაყვანა სურთ.  თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, რადგან ყველა წესის თანახმად, შიმშილობის შემდეგ, თუ შიმშილობა 50 დღეს გაგრძელდა, ეს უნდა გამრავლდეს მინიმუმ 2-ზე და ეს არის რეაბილიტაციის პერიოდი. ჩვენ შემთხვევაში გავიდა სულ რაღაც 2 კვირა და არავითარ შემთხვევაში მსგავსი საუბარიც კი არ უნდა იწყებოდეს, იმიტომ, რომ ადამიანი სუსტადაა, საჭიროებს ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

მსგავსი თემები