“რეჟიმის პარანოია გრძელდება“ – ნიკანორ მელია სუს-ში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც თავად მელია აცხადებს, რეჟიმის პარანოია გრძელდება.

“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში და სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.

შეტყობინების მიხედვით, სუს-ის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად იბარებს. საქმე ეხება ნიკანორ მელიას მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებას. უფრო კონკრეტულად, საქმის დეტალებს მელიას სუს-ში გააცნობენ.   

მსგავსი თემები