საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 298-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 950 პირს დაუდასტურდა, 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 3 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 100 შემთხვევა გამოვლინდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები