„ეს ჭაობის არსება“ – მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანზე

ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი კულტურის მინისტრის განცხადებებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამოეხმაურა და „ფეისბუქ“ პოსტიც მიუძღვნა. მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს ჭაობის არსებას უწოდებს.    

“დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ. ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები