მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა, მეუღლეს კი დანაშაულის დაფარვისთვის მაქსიმალური სასჯელი

სასამართლომ, ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მოკლულის მეუღლეს კი, დანაშაულის დაფარვისთვის საპატიმროში ყოფნა 5 წლითა და 6 თვით მოუწევს.

კასპში მომხდარი მკვლელობის ისტორია ყველას კარგად ახსოვს, რადგანაც, მას  საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოკლული დედა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მისმა რძალმა მოკლა და მის დაპატიმრებას ითხოვდა. სამართალდამცველებმა ქეთევან ჩხაიძე მოგვიანებით დააკავა. მას მკვლელობაში მონაწილეობა არ დაუდასტურდა, თუმცა, დანაშაულის დაფარვისთვის სასამართლო სასჯელი დღეს გამოაცხადა.   

ბრალდებულმა ქეთევან ჩხაიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ის დამნაშავე არ არის. ამავდროულად, აღიარა, რომ დანაშაული დაფარა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მოტივი ანგარიშსწორება გახდა. მოკლულს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

მსგავსი თემები