“რასაც საარჩევნო კამპანიისას ვსაუბრობდით, მხოლოდ ლამაზი ტექსტები არ იყო, მომდევნო წლები თბილისისთვის საინტერესო იქნება” – კახა კალაძე

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა, კალა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომლის განხორციელებასაც მერია მომდევნო გეგმავს

“ის, რასაც ვსაუბრობდით საარჩევნო კამპანიის დროს, ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტები, ესაა კონკრეტული პროექტები, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და მნიშვნელოვანი პროგრამები ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. არის ბევრი საინტერესო პროექტი ახალგაზრდობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძველი თბილისი განახლება, საკმაოდ საინტერესო იქნება მომდევნო წლები თბილისისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები