“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ზუგდიდშიც დატოვეს

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ახლადარჩეულმა საკრებულოს დეპუტატმა, თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, ისინი არ აპირებენ აბსურდში მონაწილეობის მიღებას. მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებიც იყო აბსურდი და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ისინი არცერთ პროცედურაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ახლა შესვენებაა გამოცხადებული. სხდომას 23 დეპუტატი გააგრძელებს, საიდანაც 20 “ქართული ოცნებიდან” 3 კი პარტია გახარიას პარტიიდან. 

მსგავსი თემები