“ოპოზიცია მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნებით შემდგარ საკრებულოთა პირველ სხდომებს ისე ეტაკა, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოების მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რა ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი. დღეს ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნებით შემდგარ საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას. ქვეყანა გაყიდული და მიგდებული. ყოჩაღ ე.წ. ამომრჩევლებო. ვაი, თქვენს პატრონს და ყველა ჩვენს პატრონს ერთობლივად“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი თემები