„ომიკრონთან დაკავშირებით ინფორმაცია მწირია, გადაცემის უნარი მაღალი აქვს“ – მაია  ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„გაურბის თუ არა ომიკრონი ვაქცინას და გადატანილ ადამიანებს ემართებათ თუ არა ეს ჯერ არ ვიცით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილი ვირუსის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი თვისებები ჯერ გამოვლენილი არ არის, მედიკოსი პოსტ კოვიდურ გართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ეს შტამი სამხრეთ აფრიკაში აღმოჩნდა, დანარჩენი ვიცით, რომ ევროპაში არის დაფიქსირებული , პანიკა, რომ ის არის მონსტრი ჯერ უადგილოა, არ ვიცით როგორ და რამდენად გაურბის ვაქცინას და ბუნებრივ იმუნიტეტს.

პოსტ კოვიდური სინდრომით უამრავი ადამიანი იტანჯება და ეს შეიძლება წლამდე გაგრძელდეს, სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და ადამიანებს ურღვევს სიცოცხლის ხარისხს, ეს მოქმედებს მეხსიერებაზე, ასევე რჩება ტემპერატურა და 37 ნახევრამდე ეს ჩვეულებრივი ამბავია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ფსიქოლოგიურად თრგუნავს ადამიანებს, რეალურად ორგანული დაზიანებები არ არის, სრულად უსიმპტომო ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ რთული პოსტკოვიდური მდგომარეობა, არსებობს ვერსია, რომ ესეც აცრილებში მსუბუქად მიმდინარეობს.“ – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები